Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მესამე სამეცნიერო კონფერენცია „ტექსტი და მისი ინტერპრეტაცია“

მესამე სამეცნიერო კონფერენცია „ტექსტი და მისი ინტერპრეტაცია“, ეძღვნება პროფ. მიხეილ კვესელავას ხსოვნას

 

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი 2025 წლის 27 ივნისს ატარებს ყოველწლიურ, რიგით მესამე კონფერენციას:

ტექსტი და მისი ინტერპრეტაცია

კონფერენცია ეძღვნება პროფ. მიხეილ კვესელავას ხსოვნას.

 

კონფერენცია მიესალმება მოხსენებებს, რომლებიც შეეხება:

 

  • ტექსტის ინტერპრეტაცია ლიტერატურათმცოდნეობაში;
  • ტექსტის ინტერპრეტაცია სხვა მწერლების ნაწარმოებებში;
  • ტექსტის ინტერპრეტაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგში (თეატრი, კინემატოგრაფი, ბალეტი და სხვ.);
  • თარგმანი, როგორც ტექსტის ინტერპრეტაცია;
  • ტესტის ლინგვო-სტილისტური ინტერპრეტაცია.

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა  2025 წლის 1 ივნისი. 

 

თეზისების გაფორმების წესი, გთხოვთ იხილოთ დანართში.

 

საკონტაქტო ელ.  ფოსტა:  textandinterpretation@gmail.com

შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება რეცენზირებად ონლაინ ჟურნალში ,,ტექსტი და ინტერპრეტაცია.’’